19.10.2017 ტრენინგი თემაზე, კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში

2017 წლის 17- 18 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს  ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე, კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში

09.10.2017 საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე ყოველწლიურ კონფერენცია

შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოწვეულ იქნა და მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ბათუმში მასპინძლობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისო ასოციაციის მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდა 250-მდე დელეგატი.

06.10.2017 საჯარო ლექცია თემაზე ,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მცენარეები"

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია სტუდენტებს შეხვდა საჯარო ლექციით თემაზე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ეგზოტიკური მცენარეები

05.10.2017 ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გამართა

2017 წლის 4 ოქტომბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017” ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სენაკის ბაზაზე სამეცნიერო პიკნიკი გამართა.

03.10.2017 საჯარო ლექცია შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ

2017 წლის 3 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პირველკურსელებს პროფესორმა ზაალ ქორთუამ  ცნობილი ქართველი მეცნიერისა  და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.

02.10.2017 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო...

2017 წლის 2 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ.

29.09.2017 საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია"

2017 წლის 25 სექტემბრიდან-28 სექტემბრამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის საშემოდგომო სკოლა "საქართველოს ევროინტეგრაცია" ჩატარდა.

28.09.2017 საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტია საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთი“

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა გოგია მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენცია „ბიზანტია საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალ 2017 ფარგლებში ჩაატარა კ. კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

26.09.2017 სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები სკოლებში

სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა მოსია ეწვია ზუგდიდის №6საჯარო სკოლას საჯარო ლექციით თემაზე: თანამედროვე საუბრები რუსთაველზე

26.09.2017 უნივერსიტეტში მაგისტრანტთა მიღება დაიწყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის  მიღება დაიწყო.

Pages