09.05.2016 08.05.2016 "მსოფლიო გარბენი" ზუგდიდში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით „  მსოფლიო გარბენის “ (Wings For Life - World Run) აქცია გაიმართა, რომლებსაც დღეს ზუგდიდი შეუერთდა.
 5 -კილომეტრიან მარათონში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

28.04.2016 27.04.2016 საჯარო ლექცია თემაზე ,, ნარკოტიკული დანაშაული და მასთან ბრძოლის გზები“

2016 წლის 27 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე ,, ნარკოტიკული დანაშაული და მასთან ბრძოლის გზები“ წაიკითხა ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ.

27.04.2016 27.04.2016 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,კავკასიური სახლის“ ინიციატივით გრძელდება საჯარო ლექციები ონლაინ რეჟიმში.

25 აპრილს - ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის პრეზიდენტი, პროფესორი ჩარლზ ფერბენქსი - "საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები და მისგან გამომდინარე შედეგები სამხრეთ კავკასიაში".

27.04.2016 26.04.2016 სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი

2016 წლის 25 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მოწვეული იყვნენ  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში,  სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის ღონისძიებაზე.  ღონისძიების ფარგლებში   ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა არნდ პოლმანმა  წაიკითხა საჯარო ლექცია  - „ადამიანის უფლებები და რელიგია.     სახელმწიფოებ

26.04.2016 26.04.2016 საჯარო ლექცია თემაზე: ,,როგორ დავწეროთ კანონი"

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2016 წლის 25 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იაგო ხვიჩიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:  ,,როგრ დავწეროთ კანონი. " მოხსენება ეხებოდა საკანონმდებლო პროცესებს, ლექციას უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

26.04.2016 26.04.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტში აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადის პროგრამირება ჩატარდა

2016 წლის 23 – 25 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტმა უმასპინძლა აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადას პროგრამირებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტუდენტებისგან შემდგარი 27 გუნდი საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სახელმწიფო თუ  დამოუკიდებელი უნივერსიტეტებიდან.

18.04.2016 15.04.2016 ,,სტუდენტური დღეები 2016 "

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 14 აპრილს გაიხსნა ,,სტუდენტური დღეები  2016 ’’ ტრადიციულად  ღონისძიებით ,,ქართული სიტყვა’’, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

06.04.2016 03.04.2016 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტომატოლოგთა კონფერენცია გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთში დასაქმებულ სტომატოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამეცნიერო - კვლევითმა ცენტრმა "რადიქსმა" შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული კონფერენცია გამართა. ცენტრის პრეზიდენტის, ნინო გვასალიას განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სტომატოლოგიის სფეროს თანამედროვე სიახლეების შესახებ.

05.04.2016 02.04.2016 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ევა სკვარა ლექციებს ატარებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

2016 წლის 1 აპრილიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ევა სკვარა ლექციებს ატარებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

01.04.2016 31.03.2016 უნივერსიტეტში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით პრეზენტაცია გაიმართა

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით  მიმდინარე წლის 30 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

Pages