30.12.2015 26.12.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების განყოფილების სენაკის ბაზაზე, წინა საახალწლო კარნავალი მოეწყო

2015 წლის 26 დკემბერს   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების განყოფილების  სენაკის ბაზაზე, განყოფილების უფროსის მანანა ჭანტურიას ინიციატივით საახალწლო კარნავალი მოეწყო. ახალგაზრდებმა დამსწრეებს  წარუდგინეს გასართობი პროგრამა  და სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

23.12.2015 23.12.2015 უნივერსიტეტსა და ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიურ სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 23 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიურ სახლსა“ და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში თანამშრომლობა.

23.12.2015 23.12.2015 ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? ფინალური შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? '' სტუდენტებს შორის ფინალური შეხვედრა შედგა, სადაც მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი, ფინალის ბოლოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა საუკეთესოდ მოაზროვნე გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.

20.12.2015 17.12.2015 ტრენინგ - სემინარი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში

2015 წლის 17-19 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის  მიერ მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ინსტრუმენტის  შემუშავების მეთოდოლოგიურ საკითხებს.

10.12.2015 07.12.2015 ინტელექტუალური თამაში ,, რა?სად?როდის?''

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ინტელექტუალური თამაშის ,,რა?სად? როდის? პირველი და მეორე ტური ჩატარდა.ტურნირის ბოლოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის საუკეთესოდ მოაზროვნე გამარჯვებული გუნდი სხვადასხვა სახის პრიზებით დაჯილდოვდება.

30.11.2015 28.11.2015 უნივერსიტეტში ,,კარლ პოპერის სახელობის დებატების ჩემპიონატი გაიმართა“

მიმდინარე  წლის 27 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტში სტუდენტური თვიმმართველობის ჩართულობით ,,კარლ პოპერის სახელობის დებატების ჩემპიონატი გაიმართა“, ჩემპიონატის  მიზანია ახალგაზრდებში დებატების კულტურის ამაღლებასთან ერთად ლოგიკური აზროვნების დახვეწა და არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბება.

30.11.2015 27.11.2015 ტრენინგ- სემინარი თემაზე ,,ასოცირების ხელშეკრულება ქართველი მომხმარებლებისთვის“

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დემოკრატიული გაძლიერების ცენტრის წარმომადგენლები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ტრენინგ სემინარი ჩაატარეს  თემაზე ,,ასოცირების ხელშეკრულება ქართველი მომხმარებლებისთვის“

12.11.2015 12.11.2015 სამეცნიერო კონფერენცია მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში

 მიმდინარე წლის 12 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში  სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას  უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ.

 

06.11.2015 06.11.2015 ტრენინგ-სემინარი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია და ამავე უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი  ბელა მოსია უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის Promoting Internationalization of HEIs in Eastern Neighborhood Countries (PICASA) ფარგლებში უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შ

02.11.2015 02.11.2015 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საწავლო პროცესი დაიწყო

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პროფესიულ სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებმა  ახალი სასწავლო  წლის დაწყება მიულოცეს.

Pages