11.11.2011 4.11.2011 იუმორის საღამო

    სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის  ინიციატივით მოეწყო იუმორის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ  სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები. საღამო მიეძღვნა ახალი სასწავლო  წლის დაწყებას.

21.10.2011 20.10. 2011 სტუდენტური ოლიმპიადა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

20 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის  მე–2 სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკის სფეროში. შესარჩევი ტური ერთდროულად მიმდინარეობდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

28.09.2011 28.09.2011 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ,,წიე"

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „წიე“ ემზადება   საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში  მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ არხზე.

 

12.08.2011 29.07. 2011 საქველმოქმედო აქცია

 29 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  პროფესიული გადამზადების პროგრამის სარესტორნო საქმის სპეციალობის სტუდენტები რექტორატის და გაეროს განვითარების პროგამის მხარდაჭერით ეწვივნენ სენაკის ბავშვთა სახლს და გაუმასპინძლდნენ მათ სხვადასხვა სახის კერძებით. სასწავლებელი მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

09.07.2011 8.07.2011 საქველმოქმედო აქცია

8 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების პროგრამის სარესტორნო საქმის სპეციალობის სტუდენტები თავიანთი მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდნენ მზრუნველობა მოკლებულებს ზუგდიდის "მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოში".

20.06.2011 16.06.2011 კინოჩვენება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

16 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურომ სტუდენტებისათვის კინოჩვენება მოაწყო.

20.06.2011 16.06.2011 ევროკავშირი და საქართველო

16 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ბელგიელმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა ბელგიის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და დაასაჩუქრა ისინი სუვენირებით.

08.06.2011 1.06.2011 "სტუდენტური დღეები 2011"–ის დახურვა

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 30 მაისს გაიმართა სტუდენტური დღეების დახურვა. სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით სტუდენტებმა მოაწყვეს სილამაზის კონკურსი "მის უნივერსიტეტი – 2011". ჟიურიმ "მის უნივერსიტეტის" ტიტული ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს გალინა უშხვანს მიანიჭა.

21.05.2011 19.05.2011 საქართველო გზად ევროპისკენ

19 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ,,საქართველო გზად ევროპისკენ" პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებელმა ტომას ოუემ სტუდენტებთან ისაუბრა გერმანიის ისტორასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, გერმანიის განათლების სისტემაზე.

21.05.2011 9.05.2011 საჯარო ლექცია

3 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაალ ქორთუამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "შოთა მესხია – საქართველოს ისტორიის აღიარებული მკვლევარი".

Pages