07.05.2015 07.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მიმდინარე წელს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული სტუდენტი ყავს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მიმდინარე წელს ერასმუსის გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული სტუდენტი ყავს.

პორტუგალია EMINENCE  I & II - მარგარიტა ჯიქია (მაგისტრი), პორტოს უნივერსიტეტი

29.04.2015 28.04.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ,, ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციის წევრი – დეპუტატები სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ,, ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი – დეპუტატები სამეგრელო – ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ინიციატივით პარლამენტარებმა უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნო დაათვალიერეს.

25.04.2015 24.04.2015 საჯარო ლექცია თემაზე- "სამართალდამცავთა მიერ საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების კანონიერად წარმოების პრაქტიკული მნიშვნელობა"

დღეს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით,  გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე- "სამართალდამცავთა მიერ საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების კანონიერად წარმოების პრაქტიკული მნიშვნელობა". საჯარო ლექციის  მიზანია იურისტ სტუდენტთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

21.04.2015 20.04.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, საერთაშორისო პროგრამა ტემპუსის, PICASA პროექტის ფარგლებში, სტუმრად ეწვია მიმდინარე პროექტის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ელენა მაზაი იტალიიდან.

მიმდინარე წლის 20-21 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, საერთაშორისო პროგრამა ტემპუსის, PICASA პროექტის ფარგლებში, სტუმრად ეწვია მიმდინარე პროექტის მონიტორინგის ჯგუფის წევრი ელენა მაზაი იტალიიდან. მისი სამუშაო გეგმის ნაწილია სასწავლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმიანობაში დღემდე განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგი.

20.04.2015 13.04 2015 სტუდენტური დღეები 2015

მიმდინარე წლის 14 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ასევე  ღონისძიების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ქართველი მწრელისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავს.

26.03.2015 26.03.2015 ,, რა? სად? როდის? ''

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?

26.03.2015 25.03.2015 დასაქმების ფორუმი 2015

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვიერსიტეტში დასაქმების სააგენტო ,,ეიჩარის'' წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედროა გამართეს სტუდენტებთან მიმდინარე წლის 8 მაისს დაგეგმილი დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით.

23.03.2015 21.03.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის  21 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმილაოსის  (ჭეჟია) ახალი წიგნის  ,, სიცოცხლე  ჩემთვის  ქრისტეა“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის  რედაქტორია  უნივერსიტეტის პროფესორი  ქალბატონი ხათუნა გოგია.

20.03.2015 19.03.2015 ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის '' წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის"  წარმომადგენლებმა ლექცია– სემინარი გამართეს თემაზე: ,, თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი ." ლექცია – სემინარის კურსი წაიკითხეს ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის " პრეზიდენტმა, ეკონომიკი

18.03.2015 17.03. 2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გუბერნატორმა კრიმინალისტიკური ლაბორატორია გახსნა და სტუდენტებს შეხვდა

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავა ესწრებოდა.

Pages