23.03.2015 21.03.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის  21 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის ერმილაოსის  (ჭეჟია) ახალი წიგნის  ,, სიცოცხლე  ჩემთვის  ქრისტეა“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის  რედაქტორია  უნივერსიტეტის პროფესორი  ქალბატონი ხათუნა გოგია.

20.03.2015 19.03.2015 ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის '' წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის"  წარმომადგენლებმა ლექცია– სემინარი გამართეს თემაზე: ,, თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი ." ლექცია – სემინარის კურსი წაიკითხეს ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის " პრეზიდენტმა, ეკონომიკი

18.03.2015 17.03. 2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გუბერნატორმა კრიმინალისტიკური ლაბორატორია გახსნა და სტუდენტებს შეხვდა

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კრიმინალისტიკური ლაბრატორია გახსნა. გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსი მანუჩარ კუპრავა ესწრებოდა.

13.03.2015 12.03.2015 სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტში

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო– ზემო სვანეთის  სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და სამსახურის თანამშრომლები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ.

13.03.2015 11.03.2015 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თარჯიმან – სინქრონისტთა ასოციაციასთან

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თარჯიმან – სინქრონისტთა  ასოციაციასთან, გაიმართა უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის პრეზენტაცია.

უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრში საგანმანათლებლო საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმარღულებით.

11.03.2015 09.03.2015 საჯარო ლექცია თემაზე ,, გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები"

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,  საიას ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე,  – ,,გენდერული თანასწორობა  და ქალთა უფლებები" .ლექცია წაიკითხა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ.

27.02.2015 26.02.2015 საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში  ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით  საჯარო სკოლის მოსწაავლეებთან მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმათა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მომავალი პროფესიის არჩევაში ხელშეწყობას.

03.02.2015 29.01.2015 საინფორმაციო შეხვედრა ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში

29 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში.

15.01.2015 15.01.2015. საახალწლო ღონისძიება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარე  წლის 15 იანვარს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო კარნავალი გაიმართა. დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შემოქმედმა გუნდმა გრანდიოზული სანახაობა შესთავაზა  მოწვეულ  სტუმრებს.

23.12.2014 18.12.2014 ,, არა ძალადობას" ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. კამპანია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით.

Pages