17.12.2012 15.12.2012 ლექსმცოდნეობის მეხუთე სამეცნიერო სესიის მასალების პრეზენტაცია

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა ლიტინსტიტუტის ლექსმცოდნეობის მიმართულების მიერ გამოცემული მეხუთე სამეცნიერო სესიის მასალების პრეზენტაცია.

30.11.2012 26.11.2012 ექსკურსია იმერეთში

2012 წლის 23 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I-II კურსის სტუდენტები და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში არსებული პროფესიული გადამზადების „გიდის“ კურსების მსმენელები უნივერსიტეტის რექტორატისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით  იმყოფებოდნენ ექსკურსიით ქუთაისში.

22.11.2012 20.11.2012 სტუდენტთა საერთაშორისო დღე სასწავლო უნივერსიტეტში

17 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით   სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ლამაზი საღამო გაიმართა: დარბაზში  ქართულ ნაციონალურ ცეკვებს, ქართული სიმღერები და ლექსები ენაცვლებოდა. საღამოს მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მაყურებელთა აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

25.10.2012 28. 09.2012 ღია პირველობა მკლავჭიდში

 25 სექტემბერს ქალაქ მესტიაში სპორტული ფესტივალი საქართველო 2012 –ის ფარგლებში  ჩატარდა ღია პირველობა მკლავჭიდში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათო სამუშია და ბაკურ თოლორაია. 75კგ. წონით კატეგორიაში პირველი  ადგილი დათო სამუშიას ხვდა წილად, ხოლო 90კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ბაკური თოლორაიამ დაიკავა.

21.06.2012 11.06.2012 ინტელექტუალური თამაში რა ? სად? როდის?

11 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა ? სად? როდის? გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა გადამავალი თასით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით .

25.05.2012 22.05.2012 იმიტირებული სასამართლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით

    22 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე „სახელმწიფო დავითის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილებდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. პროცესის ჩატარებამ დაადასტურა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.

19.05.2012 15.05.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2012 წლის 15 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეების ფარგლებში დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული, ფარმაციის,  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის  მიმართულების სტუდენტები. კონფერენცია დაიხურება 23 მაისს. 

 

30.12.2011 30.12.2011 საახალწლო საღამო სასწავლო უნივერსიტეტში

30 დეკემბერს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო საღამო გაიმართა.

საღამოში მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის შემოქმედი სტუდენტები ღებულობდნენ.

10.12.2011 3.12.2011. ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები სასწავლო უნივერსიტეტში

    2 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლებმა  საინტერესო შეხვედრა გაიმართეს  სტუდენტებთან.  მისიის შვედეთის წარმომადგენელმა ისაუბრა შვედეთის ეკონომიკურ განვითარებაზე,  კულტურასა და განათლების სისტემაზე. ლექციის დასასრულს მათ უპასუხეს სტუდენტების კითხვებს. 

 

30.11.2011 28.11.2011 ტრენინგი თემაზე „ქრონიკული C ჰეპატიტი“

    28 ნოემბერს შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  ერთდღიანი ტრენინგი თემაზე  „ქრონიკული  C ჰეპატიტი“ .  ტრენინგი მოაწყო ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონმა“.  თემის ფარგლებში ისაუბრეს C ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიაზე მსოფლიოსა და საქართველოში, C ჰეპატიტის  გენოტიპებზე, პათოგენეზსა და  გადაცემის გზებზე.

 

Pages