30.10.2014 29.10.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მედიაპროექტ ,,ეტალონმა'' საინფორმაციო – გაცნობითი შეხვედრა მოაწყო

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მედიაპროექტ ,,ეტალონმა“ საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანი იყო სოციალური-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოტივირება.

20.10.2014 20.10.2014 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სახელმწიფო ვაუჩერულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგორამებზე სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პროფესიულ  სტუდენტებს  შეხვდა  უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  ახალი  სასწავლო  წლის დაწყება მიულოცა.

16.10.2014 16.10.2014 კონკურსი – ,,სტუდენტები თვითმართველობისთვის''

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  სტუდენტებისათვის განკუთვნილ ახალ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

08.10.2014 08.10.2014 არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება ორ პროგრამაზე

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე შედგა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება ორ პროგრამაზე, ჩატარდა საფეხურიდან საფეხურზე გადასასვლელი შიდა ტესტირება ზუგდიდსა  და  სენაკის  ბაზაზე.

01.10.2014 01.10.2014 მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია ეძღვნება ბუნებრივი სულების გარშემო კვლევას და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

19.09.2014 19.09.2014 ღია კარის დღე უფასო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე უფასო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.

18.09.2014 18.09.2014 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კარის დღეს უფასო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, 12 საათზე.

21.07.2014 18.07.2014 გაფორმდა მემორანდუმი

18 ივლისს  გაფორმდა  მემორანდუმი ბათუმის ხელოვნების სახემწიფო სასწავლო უნივერსიეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის.აღნიშნული მემორანდუმით ხაზი გაესვა ორი რეგიონული უნივერსიტეტის შემდგომ მოქმედ აკადემიურ თანამშრომლობას.

21.07.2014 18.07.2014 კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი

  მიმდინარე  წლის  18  ივლისს  შოთა მესხიას  ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს  დაუვიწყარი გაცილება მოუწყო. სპეციალურ მანტიებში ჩაცმულმა კურსდამთავრებულებმა მაყურებელზეც  განსაკუთრებული  შტაბეჭდილება  მოახდინეს.

30.06.2014 28.06.2014 გადაცემა ,,ეტალონი"შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.

მიმდინარე წლის 28 ივნისს გადაცემა ,,ეტალონში“ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მოთამაშეების საგულშემატკივროდ სტუდიაში  უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია  და  პროფესორ – მასწავლებლები  შეიკრიბნენ.  სტუდენტების განწყობაზე  ზუგდიდიდან   ჩამოსულმა სახელმწიფო ანსამბლმა ,,ოდოიამ“ იზრუნა.

Pages