14.01.2011 პრეზენტაცია
14 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჟურნალ "კრიტიკის" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი ეძღვნება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან წლისთავს. აქ შეჯამებულია თანამედროვეობის დიდი მწერლის შემოქმედება. ნომრის გაცნობა ინტერესს აღუძრავს სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ უნატიფესი ლირიკისა და ორიგინალური პროზაიკოსის ნაწარმოებებს.
11.01.2011 გამოფენა
11 იანვარს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა გაგრძელდება 23 იანვრამდე.
29.12.2010 მხატვრულ–შემოქმედებითი საახალწლო ღონისძიება
29 დეკემბერს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ღებულობდნენ.

Pages