08.07.2011 იმიტირებული სასამართლო პროცესი

2011 წლის 7 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ქალბატონ ნატო აკობიას ინიციატივით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.

28.06.2011 პროექტის დახურვა

28 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – "სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი რესურსის გეოთერმული წყლის გამოყენების პროექტის შემუშავება სათბურის გაზების შემცირებისა და კერძო მეწარმეობის განვითარებისათვის“ – ოფიციალური დახურვა.

22.06.2011 ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ევროჩაილდი" სასწავლო უნივერსიტეტში

22 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ევროჩაილდის" საქართველოს ფილიალის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებთან. მან ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ბავშვებზე ზრუნვის სისტემის რეფორმებზე საქართველოში და "მინდობით აღზრდის" საკითხებზე.

20.06.2011 ტრენინგები პროფესიულ უნარ–ჩვევებში

17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგების პირველი ეტაპი „პროფესიულ უნარ–ჩვევებში“. ტრენინგი ჩაატარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა მაია ინასარიძემ და საბა ჩიხლაძემ.

06.06.2011 ვიზიტი პოლონეთში

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეკლე კიკალიშვილი 29 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე „საზოგადოებრივი გარიყულობის წინააღმდეგ– შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების განათლება – პროგრამა საქართვე

27.05.2011 ვიზიტი გერმანიაში

ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელების მიზნით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში.

20.05.2011 ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება (PHDS) შეხვდა სტუდენტებს – „დონორ, ტრანზიტულ და მიმღებ სახელმწიფოთა შორის მიგრაციულ საკითხებზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის“ – პროექტის ფარგლებში.

19.05.2011 პროექტის პრეზენტაცია

19 მაისს ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო „შვილობილი ბიზნესი“ – პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ბიზნესიდეების მქონე ახალგაზრდებისათვის გრანტების გაცემას.

10.05.2011 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა სასწავლო უნივერსიტეტში

10 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვას უმასპინძლა.

10.05.2011 ლიტვის ელჩის ვიზიტი სასწავლო უნივერსიტეტში

10 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

Pages