![]() |
27.05.2011 ვიზიტი გერმანიაში ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელების მიზნით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. |
![]() |
20.05.2011 ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების შეხვედრა სტუდენტებთან. 20 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება (PHDS) შეხვდა სტუდენტებს – „დონორ, ტრანზიტულ და მიმღებ სახელმწიფოთა შორის მიგრაციულ საკითხებზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის“ – პროექტის ფარგლებში. |
![]() |
19.05.2011 პროექტის პრეზენტაცია 19 მაისს ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო „შვილობილი ბიზნესი“ – პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ბიზნესიდეების მქონე ახალგაზრდებისათვის გრანტების გაცემას. |
|
10.05.2011 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა სასწავლო უნივერსიტეტში 10 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვას უმასპინძლა. |
|
10.05.2011 ლიტვის ელჩის ვიზიტი სასწავლო უნივერსიტეტში 10 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. |
|
28.04.2011 ევროკავშირი და საქართველო 28 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორი ჯულია სავინა შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრა მათთან იტალიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ისტორიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. |
|
26.04.2011 დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონის პრეზენტაცია 26 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გააკეთა ამავე ლექსიკონის ასისტენტ – რედაქტორმა, საქართველოში თარგმნითი ლექსიკოგრაფიის ხელშემწყობი საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტმა სოფიო დარასელიამ. |
![]() |
19.04.2011 ტესტირება 19 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტესტირების პირველი ეტაპი ზოგად უნარებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის. ტესტირების მეორე და მესამე ეტაპი ჩატარდება 20–21 აპრილს. |
![]() |
19.04.2011 ევროკავშირის ქვეყნები და საქართველო 19 აპრილს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთან "საქართველო გზად ევროპისაკენ" პროექტის ფარგლებში. მისიის წარმომადგენელმა ლეონ ბრუინმა სტუდენტებთან ისაუბრა ნიდერლანდების, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე. |
![]() |
31.03.2011 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი სასწავლო უნივერსიტეტში სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 31 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მარტინ კულიზეკმა "საქართველო გზად ევროპისკენ" პროექტის ფარგლებში წაიკითხა ლექცია თემაზე "ევროკავშირის სტრუქტურა და ინსტიტუციები" |