27.12.2012 კარნავალი სასწავლო უნივერსიტეტში

27 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით  საშობაო კონცერტი და კარნავალი მოეწყო. უნივერისტეტის სტუდენტებმა მაყურებლის მოხიბლვა უცხოური და ქართული ჰიტების, სამეჯლისო და ხალხური ცეკვების შესრულებით სცადეს. კონცერტის დასრულების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუდენტები და   სტუმრები კარნავალზე მიიწვიეს.

05.12.2012 ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები უნივერსიტეტში

5 დეკემბერს შოთა შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროკავშირის  მისიის ზუგდიდის საველე ოფისის დამკვირვებლებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს  სტუდენტებთან. მისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და სტუდენტებთან ერათად იმსჯელეს საქართველოში ძალადობის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 

30.11.2012 შეხვედრა სტუდენტებთან

 29 ნოემბერს   შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში   ასოციაცია „დეამ“ პროექტის ფარგლებში - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პოლიტიკური გააქტიურების ხელშეწყობა‘’ , რომლის დონორიც არის აშშ ფედერაციული განვითარების სააგენტო „პროგრამა დემოკრატიული მმართველობისთვის“ -  უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოაწყო შეხვედრა.

28.11.2012 წიგნის პრეზენტაცია

28 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა სრული პროფესორის ზაალ ქორთუას წიგნის – „ქართული სამეფო–სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან“ – პრეზენტაცია.

 

 

20.11.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

17 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მასში  მონაწილეობა მიიღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა  და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა.

14.11.2012 „აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების ხელშეწყობით“

                            

 

2012 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მოიპოვა გრანტი ევროკომისიის გაცვლითი პროგრამის მეორე აქტივობაში  Erasmus Mundus Action 2 –Strand 1/Strand 2.  

საგრანტო პროექტის სახელწოდებაა ,,აღმოსავლეთის  რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების ხელშეწყობით’’

08.11.2012 „სისხლის უანგარო დონაცია“ – სასწავლო უნივერსიტეტში

 დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა  ჩაატარა აქცია „სისხლის უანგარო დონაცია“. აქციაში  მონაწილეობა მიიღო  სასწავლო უნივერსიტეტის ასამდე სტუდენტმა და თანამშრომლებმა.   ჰუმანიტარული აქციები სტუდენტთა მონაწილეობით მომავალშიც გაგრძელდება.

02.11.2012 TEMPUS-ის პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

2012-2013 სასწავლო წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ორი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება: TEMPUS-ის პროგრამა „სტუდენტური კარიერის განვითარება საქართველოში“ და  ERASMUS MUNDUS  სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის საერთაშორისო პროგრამა.

24.10.2012 სტუდენტური თვითმართველობის არჩევნების შედეგები

2012 წლის 23 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები.

არჩევნების შედეგად სტუდენტური თვითმართველობის წევრები გახდნენ:

ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი:

თაბუკა ჯიქია

მერაბ ჯაბუა

თამარ ჩიქოვანი

ლანა გუგუშვილი

ჰუმანიტარული ფაკულტეტი:

19.10.2012 „გაიღე სისხლი, გადაურჩინე სიცოცხლე!“

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახლმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის  ხელშწყობისა და განათლების ფონდის მხარდაჭერით მოაწყო შხვედრა თემაზე : „ყველა დონორი გმირია“. სტუდენტები ასევე გაეცნენ სისხლის დონორაციის პროცესს.

Pages