20.07.2012 „სტუდენტური დასაქმების“ პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

 

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სტუდენტური დასაქმების“ პროგრამა.

  “ Summer job” პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 45 სტუდენტი შეუდგა  მუშაობას   სასწავლო უნივერსიტეტის  ფაკულტეტებზე, არქივსა და ბიბლიოთეკაში.

19.07.2012 მობილობის პროცესი 1 აგვისტოს დაიწყება...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის №534 ბრძანების  თანახმად განისაზღვრა  მობილობის ვადები.  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება  2012 წლის 1 აგვისტოს და დამთავრდება 2012 წლის 24 აგვისტოს(ჩათვლით).

17.07.2012 ისწავლე დღეს დასაქმდი ხვალ!

მიმდინარე წლის 16 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში - ,,პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები" – მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია.

02.07.2012 ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

28–29 ივნისსა და 1 ივლისის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მეათე სხდომა ჩატარდა. სხდომაში 160–მა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა პარლამენტარები შვიდ კომიტეტში მუშაობდნენ ორი დღის განმავლობაში, ხოლო მესამე დღეს მიღებული დადგენილებები წარადგინეს პლენარულ სხდომაზე.

28.06.2012 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოსთან

28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტომ (USAID) საქართველოს რვა უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების პროგრამის და კურსის დანერგვას.

28.06.2012 შეხვედრა სტუდენტებთან

28 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორმა ჯულიო სავინამ. მან სტუდენტებთან ისაუბრა იტალიის , როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ისტორიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე . საუბრის დასასრულს უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

20.06.2012 საჯარო ლექცია

20 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელმა მიხეილ ლაბაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ ლაზეთი ენობრივ – ფოლკლორულ – ისტორიული თვალსაზრისით“. ლექციის დასასრულს მოეწყო დოკუმენტური ფილმის „შურიმშინეს“ ჩვენება.

05.06.2012 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

5 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია . პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის სტუდენტებს  არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და უახლოეს ხუთ წელიწადში განსახორციელებელი პროექტები გააცნო; ისაუბრა იმ ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

29.05.2012 ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სტუმრად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

29 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. მეუფე გერასიმეს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თეონა ხუფენიამ სწავლების პროცესები გააცნო და მომავალ  გეგმებზე ესაუბრა.  სამღვდელოებამ დაათვალიერა უნივერსიტეტის ბაზა.

28.05.2012 სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა

2012 წლის 28 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა .

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლება საუკეთესო ნაშრომების ავტორებმა მოიპოვეს. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ბიზნესის, ფარმაციის, ჰუმანიტარული და სამართლის მიმართულების აქტუალური თემები.

Pages