მიმდინარე წლის 22 იანვარს 14:30 საათზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში №113 აუდიტორიაში განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. პროგრამის მიზნიბროვ ჯგუფს წარმოადგენს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები. მიმართულებები: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.