შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრი იწყებს  უფასო ტრენინგებს ,,კარიერის მართვაში’’. კურსის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ საკუთარი ინტერესები, უნარები და ღირებულებები, ჩამოუყალიბდეთ  კარიერული ხედვა, ისინი შეისწავლიან CV-ს და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტების სწორად შედგენას, დაეუფლებიან გასაუბრებაზე ეფექტურად  წარდგენის გზებს . ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.