სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციას აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან www.naec.gov.ge და online.naec.ge
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ ენის შეცვლა.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მან უნდა გადაიხადოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.
    გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

    საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს ,რომელიც მითითებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  გვერდზე (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურს (ოთახი 214,   მე2 სართული)     ტელ.  591324242