მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) რეგისტრაცია 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.

ინსტრუქცია (გზამკვლევი) (იხ. მიბმულ ფაილში)

ტესტის ტიპები  (იხ. მიბმულ ფაილში)

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

  1. ქართული ლიტერატურის ისტორია    (უნდა მიეთითოს A ტიპის ტესტი)
  2. ისტორია                                                     (უნდა მიეთითოს A ტიპის ტესტი)
  3. მენეჯმენტი                                                (უნდა მიეთითოს B ტიპის ტესტი)

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს,რომელიც მითითებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  გვერდზე (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

 მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.gov.ge ) შესვლის შემდეგ მონაწილე სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონულ ფოსტას, რომელზეც მიიღებს პაროლს, მომხმარებლის სახელით (ელექტრონული ფოსტის მისამართი) და მიღებული პაროლით იგი შედის სისტემაში, პირად გვერდზე და ირჩევს ტესტის ტიპს (A,B ან C), საგამოცდო ცენტრს და ა.შ.

შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ კანდიდატი აჭერს "შენახვის" ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

2016 წლიდან აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს ტესტის ტიპს) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ.

გაითვალისწინეთ:

  • არ გაანდოთ სხვას ელექტრონული ფოსტით მიღებული პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
  • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 2 მაისამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

2016 წლის სიახლეები

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულებას "მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიები ცალკე მიმართულებად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი  მაგისტრანტობის თითოეულ კანდიდატს უსურვებს წარმატებას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურს (ოთახი 214,   მე2 სართული)     ტელ.  591324242