მიმდინარე წლის 23 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს უფასოდ  ჰეპატიტის სეროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა. პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელებისა და მათი რისკ ფაქტორის შესწავლა.