მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით  მიმდინარე წლის 30 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.