სამეგრელო-ზემო სვანეთში დასაქმებულ სტომატოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამეცნიერო - კვლევითმა ცენტრმა "რადიქსმა" შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რეგიონული კონფერენცია გამართა. ცენტრის პრეზიდენტის, ნინო გვასალიას განცხადებით, კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სტომატოლოგიის სფეროს თანამედროვე სიახლეების შესახებ.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთევან გოგილაშვილი და ამ სფეროში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები.