სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2010 წლის 21 ნოემბერს დაიგეგმა კულტურულ–საგანმანათლებლო ექსკურსია მარტვილში.
პროექტის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერება , ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებებისადმი სტუდენტთა ახალი მიდგომებისა და დამოკიდებულებების განვითარება.
ექსკურსიის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცათ საშუალება ეხილათ და დაეთვალიერებინათ მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო კომპლექსი,სოფელ სალხინოში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ( XVIII ს.) და დადიანების საზაფხულო რეზიდენცია.