შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 14 აპრილს გაიხსნა ,,სტუდენტური დღეები  2016 ’’ ტრადიციულად  ღონისძიებით ,,ქართული სიტყვა’’, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა. სტუდენტური დღეების ფარგლებში დაგეგმილია 15 სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის სტუდენტური კონფერენცია, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია-მარათონი, კულტურულ-შემოქმედებითი,  სპორტული და გასართობი ღონისძიებები.