მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: ,, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა." კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია.

გამარჯვებული კონკურსანტი პრაქტიკას სქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაივლის. 10 საუკეთესო სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი.

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოთ სტუდენტებს.

თანდართულ ფაილში იხილეთ წერითი ნაშრომის პირობები.

დაინტერესებულმა პირებმა, ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინონ:

·         პირადობის მოწმობის ასლი ან სტუდენტის ბარათის ასლი

·         ტელეფონის ნომერი

·         ელექტრონული ფოსტის მისამართი

ნაშრომის წარდგენა აუცილებელია ელექტრონულად ორ ფორმატში:

·         MS Word-ის სახით

·         PDF დასკანერებული დოკუმენტის სახით - ხელმოწერით თითოეულ გვერდზე.

გთხოვთ, საკონკურსო მასალები გამოგზავნოთ სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში:

ელექტრონული ფოსტა: academy@mof.ge 
მისამართი: . თბილისი, გორგასლის . #10 
ტელეფონი: 2261026

გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ გაეცანით ინფორმაციას. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე:academy@mof.ge 

პატივისცემით,

ლიზი ჩირგაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქ., 16, თბილისი, 0105

ტელ.: (00) 032 2 65 15 17

მობილური(00) 599 156 343

ელ-ფოსტა;l.chirgadze@mof.ge

 

cid:image001.jpg@01D0FAAE.078C19A0