2016 წლის 23 – 25 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვერსიტეტმა უმასპინძლა აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადას პროგრამირებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სტუდენტებისგან შემდგარი 27 გუნდი საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სახელმწიფო თუ  დამოუკიდებელი უნივერსიტეტებიდან.

ოლიმპიადის ორგანიზატორები გახლდათ საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და   პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.