2016 წლის 25 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები მოწვეული იყვნენ  საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში,  სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის ღონისძიებაზე.  ღონისძიების ფარგლებში   ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა არნდ პოლმანმა  წაიკითხა საჯარო ლექცია  - „ადამიანის უფლებები და რელიგია.     სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  პროექტია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს მულტიპარტიციპატორული, სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება, რელიგიის როლი სახელმწიფოში და რელიგიური პლურალიზმი, საჯარო სივრცის მნიშვნელობა კონსტიტუციური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.