25 აპრილს - ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის პრეზიდენტი, პროფესორი ჩარლზ ფერბენქსი - "საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები და მისგან გამომდინარე შედეგები სამხრეთ კავკასიაში".

პროფესორი ფეერბენქსი პრეზიდენტ რეიგანისა და პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციებში გახლდათ სახელმწიფო მდივნის (შულცის, შემდეგ ბეიკერის) თანაშემწე ევრაზიის რეგიონის ანუ პოსტ საბჭოთა სივრცის საკითხებში.

26 აპრილი - ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე - “კავკასიის რეგიონი, რეალობა და პერსპექტივები.

27 აპრილი - თსუ-ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (სდრ) კვლევის ცენტრის დირექტორი და მემარცხენე ინსტიტუტის - თბილისის ფაბიანური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ირემაძე "ეროვნული უმცირესობებისა და კავკასიელი ხალხების მდგომარეობა სდრ-ში".

28 აპრილი - გიორგი ცომაია- “სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილება კავკასიაში“.