2016 წლის 27 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე ,, ნარკოტიკული დანაშაული და მასთან ბრძოლის გზები“ წაიკითხა ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ. ლექციაზე განხილული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და მასზე რეაგირების გზები, ასევე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მძიმე შედეგები. საჯარო ლექციას უნივერსიტეტის 60 სტუდენტი ესწრებოდა.