შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით „  მსოფლიო გარბენის “ (Wings For Life - World Run) აქცია გაიმართა, რომლებსაც დღეს ზუგდიდი შეუერთდა.
 5 -კილომეტრიან მარათონში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
 გარბენში 150 ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ღონისძიების სპონსორებმა გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.