ევროპის დღეების ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კარლ პოპერის ფორმატის დებატები გაიმართა. დებატების რეზოლუცია იყო საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.სტუდენტებმა იმსჯელეს თუ რატომ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ევროკავშირში, რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, რა არის ევროპული ღირებულებები და უქმნის თუ არა ევროკავშირი საფრთხეს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.  როგორია ევროკავშირის როლი კრიზისების დარეგულირების პროცესში, ოკუპირებული რეგიონებით შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, რა შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირის ბაზარი, რომელიც 503 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დებატების მიზანია ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, მათი ინტერესის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესისადმი, დებატების უნარების დაუფლება, დახვეწა. დებატებში მონაწილე გამარჯვებულ გუნდს წიგნები და სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიება სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელოს ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის ორგანიზებით განხორციელდა.