შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 25 მაისს დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, რომლის ფარგლებში ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის,  ჯანდაცვის მიმართულების სექციური მუშაობა. საჯარო მმართველობის მეორე სემესტრის სტუდენტთა ჯგუფურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა NispaCee-ის მიერ გამოცემული სამეცნიერო კრებულების მიმოხილვითი მოხსენება. საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა TEMPUS-ის პროგრამის PICASA-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება და არის აკადემიური პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მაგალითი. პროგრამა გაწევრიანებულია NispaCee-ის ქსელში. სამეცნიერო კონფრენციაზე წარმოდგენილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა მიერ წარმოებული კვლევის პრეზენტაციები.