შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და ( World Vision )  ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს ერთობლივ პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებისთვის   ( SYNCS).  

პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 - 2 ივლისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი პროფესორ - მასწავლებელთათვის  სამოქმედო კვლევის მეთოდებში. ტრენინგს უძღვებოდნენ სიმონ ჯანაშია და გიორგი გახელაძე.