2016 წლის 10 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება ტრადიციულად საქართველოს  ჰიმნის ფონზე  დაიწყო, სტუდენტებმა სახელმწიფოს, ევროპის კავშირისა და უნივერსიტეტის დროშები აღმართეს. ღონისძიება გაგრძელდა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, რექტორი პირველკურსელებს მიესალმა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ჩართულობით   საზეიმო ცერომონიალი მოეწყო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლისა და ზუგდიდის ვოკალური ჯგუფის მონაწილეობით.