შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე უფასო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებას, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარ სტრატეგიულ, ხოლო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უნივერსიტეტში სრულად ფინანსდება და ხორციელდება ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, სამართლის, აგრარული, ხელოვნების, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებები.