შპსაგრიჯორჯიასადა საქართველოს თხილის მწარმოებელთა   ასოციაციის  ინიციატივით,  იწყებს საქართველოს თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს.

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გაეცნონ თხილის წარმოება-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

სტუდენტები პროექტის ფარგლებში საშუალოდ ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამეგრელოს რეგიონში და გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აგრიჯორჯიას პლანტაციების ტერიტორიაზე ახლადშექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში.სტუდენტები თავადმიიღებენ მონაწილეობას ნაკვეთების მომზადებაში.

ტრეინინგის მოკლე აღწერა:

დეკემბერი - ახალი პლანტაციის გაშენებაგასხლვა და ბაღის მენეჯმენტი.

აპრილი - მცენარეთა დაცვა და ფერტილიზაცია.

აგვისტო-სექტემბერი - მოსავლის აღება და მისი შემდგომი დამუშავება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

1აგრარული მიმართულების (აგრონომიააგრო-ეკოლოგია, აგრობიოტექნოლოგია ან მცენარეთა დაცვა) ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

2.  მაღალი აკადემიური მოსწრება;

3.თხილის სექტორში დასაქმების სურვილი (სამეგრელოს რეგიონში დასაქმება ჩაითვლება უპირატესობად).

სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფში20-25სტუდენტი.

მგზავრობის,  კვებისსადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში.

დღიური ანაზღაურება: 15 ლარი.

დაინტერესებულმა მსურველებმაგთხოვთგამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზეinfo@georgiareap.org არაუგვიანეს 2016 წლის 13 ნოემბრისა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

 აპლიკაციისთვის იხილეთ ბმული: