საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2007 წელს დაფუძნდა სსიპ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პირველთაგანია, სადაც ხორციელდება ერთდროულად აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.  რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს ძლიერ საგანმანათლებლო სასწავლო–სამეცნიერო ცენტრს, რომელიც არის  ხარისხიანი განათლებისა და მაღალი კულტურული აზროვნების ფორმირების  გარანტი.

დაფუძნებიდან საწყის ეტაპზე უნივერსიტეტი  ახორციელებდა 5 პროფესიულ (სახელობო) პროგრამას: ფერმერი, ბუღალტერ– მოანგარიშე, მდივან –რეფერენტი, ავტომანქანების  შემკეთებელი – ზეინკალი, სტილისტი.

უნივერსიტეტმა დამსაქმებელთა ასოციაციასთან  ერთად ჩაატარა  ბაზრის კვლევა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები:

1. სამშენებლო სექტორი

2. აგრარული სექტორი

3. ტურიზმი

აღნიშნული კვლევის შედეგების, რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და რეგიონის ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით  შემუშავდა  უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების სტრატეგია. სტრატეგია წარმოადგენდა უნივერსიტეტის მენეჯმენტის ხედვას პროფესიული განათლების სამომავლო განვითარების შესახებ.

სტრატეგიაში გამოიკვეთა პრიორიტეტები:

  • პროფესიულ განათლებაზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების შეცვლა;

·         უნივერსიტეტის  შესაძლებლობების გაძლიერება, მაღალი ხარისხის,  ეფექტიანი  მართვის უზრუნველყოფა;

·         ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა;

·         კვალიფიციური პედაგოგიური კადრების მომზადება;

·         ბაზარზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;

·         სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას;

·          სოციალურად დაუცველთა და დევნილ სტუდენტთათვის  საერთო საცხოვრებლის   მოწყობას;

·         პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას;

·         რეგიონში არსებულ ყველა პოტენციურ დამსაქმებლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება

·         უმაღლეს, საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სკოლებთან  კომუნიკაციის გაუმჯობესება.;

 

უნივერსიტეტმა ფუნდამეტური ღირებულებების  დაცვით  სრულყოფილად შეძლო მისი მისიის განხორციელება, არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევამ  განაპირობა დასახული მიზნების განხორციელება და სტრატეგიაში განსაზღვრული შედეგების მიღწევა.

დღეს პროფესიული განათლება შესაძლებლობას გვაძლევს ,,მთელი სიცოცხლის   მანძილზე’’ ასაკის მიუხედავად გავაკეთოთ საუკეთესო არჩევანი. ეს ხელს უწყობს ინდივიდის პროფესიულ განვითარებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც შრომის ბაზარს უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრებით.

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ყოველწლიურად პროფესიულ განათლებას ეუფლება 500-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი, მათ შორის სენაკის ბაზაზე აგრარულ მიმართულებებზე 100-მდე პროფესიული სტუდენტი. წლების განმავლობაში  აგრარული მიმართულებით ხორციელდებოდა როგორც სახელობო, პროფესიული უმაღლესი, ისე დღეს  სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება-დუალური, მოდულური, ყველა  საფეხურის საგნობრივი საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევით დასტურდება აგრარულ მიმართულებებზე რეგიონში დიდი მოთხოვნა. სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანამანათლებლო  პროგრამებზე სრული  მიღება შეზღუდული იყო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით  სრულად რეაბილიტირებულ იქნა უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე სასწავლო კორპუსი, აღიჭურვა საოფისე ავეჯითა და კომპიუტერული ტექნოლოგიებით, მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების მეცხოველეობის ფერმის სამშენებლო და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის  შემოღობვის, ეზოს კეთილმოწყობის  სამუშაოები, დაგეგმილია 2017 წლისთვის სოციალურად დაუცველი და დევნილი პროფესიული სტუდენტებისთვის (40%) საერთო საცხოვრებელისა და სამზარეულო- სასწავლო სახელოსნოს მშენებლობის დასრულება. უნივერსიტეტი ფლობს სასათბურე მეურნეობას, მათ შორის ინოვაციურ სათბურს, სადაც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროები. შეიქმნა თაფლის გადამუშავების ცენტრი, საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით უნივერსიტეტში განხორციელდა საპილოტე პროგრამები  3 სპეციალობაში ფერმერის, მეცხოველის და ვეტერინარიის პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში შეივსო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საჭირო სასწავლო მასალებითა და ინსტრუმენტებით.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დამსაქმებლებთან, რეგიონის წარმატებულ ფერმერებთან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უნივერსიტეტმა გაიარა მოდულური პროგრამების ავტორიზაცია და  ახორციელებს საპილოტე სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებს ზემოთ დასახელებულ სამსავე სპეციალობაში.

საპილოტე პროგრამებმა, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა გაზარდა ინტერესი და მოთხოვნა აგრარულ სპეციალობებზე, ასევე გაიზარდა დამსაქმებლების ინტერესი პროგრამებში ჩართულობის თვალსაზრისით. რეაბილიტაციის შემდეგ უნივერსიტეტი მიიღებს ყოველწლიურად 1000 – ზე მეტ პროფესიულ სტუდენტს.