შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრი გთვაზობთ უფასო ტრენინგებს ,,კარიერის მართვაში’’.გინდა გაერკვე საკუთარ თავში რისი კეთება გსიამოვნებს ან გამოგდის ყველაზე კარგად;  ჯერ ვერ გადაგიწყვეტია რომელ სფეროში გინდა გახდე წარმატებული;  არ იცი როგორ შეადგინო ეფექტური რეზიუმე და როგორ მოიქცე გასაუბრებაზე;  კარიერის მართვის კურსი დაგეხმარება ისწავლო, თუ როგორ შეაფასო საკუთარი კომპეტენციები, ინტერესები და კარიერული მისწრაფებები; როგორ დაისახო შენს ხასიათსა და უნარებს მორგებული კარიერული ხედვა; მოიძიო და შეისწავლო კარიერული შესაძლებლობები; გაიგო თუ როგორ მუშაობს შრომის ბაზარი; სამსახურის საძიებლად - შეადგინო რეზიუმე და სამოტივაციო წერილი; მონაწილეობა მიიღო იმიტირებულ გასაუბრებაში;

რეგისტრაციაა იწყება 11 მარტს და გაგრძელდება 18 მარტამდე
კურსის ბოლოს მიიღებთ სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ ფოსტაზე: 
tamrikolukava@gmail.com
რეგისტრაციისთვის მობრძანდით უნივერსიტეტის 114-ე აუდიტორიაში