2017 წლის 9 მიასს ,,კონსტიტუცია ყველასია'' - კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, პროფრსორ-მასწავლებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.