მიმდინარე წლის 24 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რელიგიის თავისუფლების შესახებ სტუდენტების ჩართულობით საჯარო ლექცია/დისკუსია გაიმართა. ლექციას უძღვებოდა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ნონიაშვილი. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს ექვს უნივერსიტეტში, პროექტის "დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.