შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის თეორიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მორიგი ვორქშოფი ჩატარდა.  ვორქშოფს თემებზე ,,ქრისტიანობა, როგორც თავისუფლების რელიგია“, ,,ტრაგიკული კულტურა და ტრაგიკული ადამიანი (დიონისე-აპოლონის მისტერიები და ტრაგედიის კვლავდაბადება) უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაკა ლაშხია და მაგისტრი ზაზა ჯაში.