ზაფხულის სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო  და ძირითადი უფლებები“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის 23 ივლისს დაიწყო. საზაფხულო სკოლაში  მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლების  (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები და დისკუსიები თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე - სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიული ლექციები, ჩაიწერონ მასალები, პროექტის ფარგლებში წაკითხეული სემინარები გადაითარგმნება ქართულად და  გამოქვეყნდება კრებულებში.

ექვსი  დღის განმავლობაში სტუდენტები განთავსდებიან  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენთა საერთო საცხოვრებელში.