2017 წლის 7 სექტემბრიდან იწყება რეგისტრაციები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის!

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთათვის:

•განცხადება რექტორის სახელზე;

•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი ( 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 25 სექტემბერს 11 სთ-დან.

რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება), მეორე სართულზე, ოთახი #214. ტელ. 591 324242

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პირებისთვის :

· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

· ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება), პირველ სართულზე, ოთახი #123. ტელ. 591 324242, 595097202