2017 წლის 4 სექტემბერს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“, რომელსაც ქორეოგრაფი გოგა მოსია ხელმძღვანელობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ფესტივალი გაგრძელდება 17 სექტემბრამდე.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,დავლათი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის სტუდენტებით. ანსამბლმა ძალიან მოკლე დროში მიაღწია წარმატებას- 2016 წელს მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტში, „სტუდენტური დღეები 2016“. ეს იყო ანსამბლის დებიუტი, გადალახა პირველი ტური და დასკვნით ეტაპზე ჟიურის მოწონება დაიმსახურა. რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე „ბათუმი 2016“, ანსამბლი დაჯილდოვდა გრან-პრით და დასაჩუქრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ფესტივალის საგზურით. 2017 წლის თებერვალში ანსამბლმა საიუბილეო სოლო კონცერტი გამართა ზუგდიდში. 2017 წლის ოქტომბერში ანსამბლი მიემგზავრება ბულგარეთში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე.