2 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით;

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები.  სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით, 28 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის ჩატარდება პრე-ტესტი, ხოლო 29 ოქტომბერს ჩატარდება ერთიანი პროფესიული ტესტირება.