შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი: განვითარება და ინოვაციები
2017 წლის 25 ნოემბერი
ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა №14
კონფერენციის თემატიკა:
v ეკონომიკური უსაფრთხოება;
v ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა;
v მიკროეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი და მომსახურების სფერო;
v ტურიზმი;
v საჯარო მართვა: ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
v მაკროეკონომიკა, რეგიონული და მუნიციპალური ეკონომიკა.
Ø კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
Ø კონფერენციაში რეგისტრაცია უფასო.
Ø კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიების წარდგენის ვადები და წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 12 ნოემბრის 1700 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესის დაცვით:
ü სტატია სრულდება კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, რომელსაც ახლავს მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (160-170 სიტყვა);
ü ამოსავალი სიტყვები: 5-6 სიტყვა
ü ნაშრომის საერთო მოცულობა (ლიტერატურისა და წყაროების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
ü სტატია წარმოდგენილი უნდა იყოსWord-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11. A4 ფორმატით. მინდორი: ზედა, ქვედა, მრცხენა მარჯვენა -2,0 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.
ü ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმტში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0(2.1);
ü წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა მიეთითება ტექსტების ბოლოს;
ü მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ორი ავტორის მიერ;
ü ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: zssuedu@gmail.com
გაფორმების წესი სტატიისა და რეზიუმის წარმოდგენისას:
· ზედა მარჯვენა კუთხეში - ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold) შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა ( კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე და ინგლისურ ენაზე)
· 1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;
· 1 ინტერვალის შემდეგ - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (სათაურის მითითებით).
· 1 ინტერვალის შემდეგ - ამოსავალი სიტყვები.
· 1 ინტერვალის შემდეგ - ნაშრომის სრული ტექსტი კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.
კონფერენციის ორგანიზატორები იტოვებენ სტატიების წინასწარ შერჩევის და გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას!
წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:
მისამართი: საქართველო, ქ, ზუგდიდი, 2100, ჯანაშიას ქ. 14 ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აუდიტორია 301
კონფერენციის ორგანიზებაში ნებისმიერი ცვლილება ყველა მონაწილეს ეცნობება დამატებით, კონფერენციის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე!
საკონტაქტო პირები:
გელა სვირავა: E-mail: gsvirava@gmail.com; ტელ: (+995 77) 295 592 (მობ)
ხათუნა გოგია: E-mail: khatunagogia@yahoo.com ტელ: (+995 93) 549 555 სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი