შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მოწვეულ იქნა და მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ბათუმში მასპინძლობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისო ასოციაციის მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდა 250-მდე დელეგატი. მთავარი თემა იყო: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი იყო არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა.