შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

რუსთველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 27-28-29 ოქტომბერი ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა №14

კონფერენციის თემატიკა:

რუსთველთან და მის პოემასთან დაკავშირებული საკითხები

Ø  კონფერენციის სამუშაო ენებია:      ქართული, ინგლისური.

Ø  კონფერენციაში რეგისტრაცია  უფასო.

Ø  კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიერ.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიების  წარდგენის ვადები და წესი:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 15 ოქტომბრის 1700 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ მოხსენების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესის დაცვით:

·         სტატია სრულდება კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, რომელსაც ახლავს მისი რეზიუმე ინგლისურ ენაზე (160-170 სიტყვა);

·         ამოსავალი სიტყვები: 5-6 სიტყვა

·         ნაშრომის საერთო მოცულობა (ლიტერატურისა და წყაროების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

·         სტატია წარმოდგენილი უნდა იყოსWord-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11. A4 ფორმატით. მინდორი: ზედა, ქვედა, მრცხენა მარჯვენა -2,0 სმ. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.

·         ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმტში TIFF 300dpi; 600dpi. ფორმულები უნდა აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0(2.1);

·         წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა მიეთითება ტექსტების ბოლოს;

·         მოხსენება წარდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს ორი ავტორის მიერ;

·         ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: zssuedu@gmail.com

 

გაფორმების წესი სტატიისა და რეზიუმის წარმოდგენისას:

·        ზედა მარჯვენა კუთხეში - ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი (მუქი (Bold) შრიფტი). დეფისის შემდეგ მიეთითება ორგანიზაცია, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა ( კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე  და ინგლისურ ენაზე)

·        1 ინტერვალის შემდეგ სტრიქონის შუა ნაწილში - ნაშრომის დასახელება მუქი შრიფტით;

·        1 ინტერვალის შემდეგ - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (სათაურის მითითებით).

·        1 ინტერვალის შემდეგ - ამოსავალი სიტყვები.

·        1 ინტერვალის შემდეგ - ნაშრომის სრული ტექსტი კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე.

კონფერენციის ორგანიზატორები იტოვებენ სტატიების წინასწარ შერჩევის და გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას!

წესების დარღვევით მოწოდებული სტატიები დასაბეჭდად არ განიხილება!

 

                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტებია:

მისამართი: საქართველო, ქ, ზუგდიდი, 2100,  ჯანაშიას ქ. 14 ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აუდიტორია 301

კონფერენციის ორგანიზებაში ნებისმიერი ცვლილება ყველა მონაწილეს ეცნობება დამატებით, კონფერენციის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე!

საკონტაქტო პირები:

ხათუნა გოგია: E-mail:  khatunagogia@yahoo.com  ტელ: (+995 93) 549 555 სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო სამსახურის უფროსი

რევაზ შეროზია E-mail: rezosherozia@rambler.ru ტელ: (+995 599 27 45 92)