შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალი სტანდარტებისთვის  მზადების პროცესს. 2017 წლის 6 ნოემბერს  გაიმართა სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი სასწავლო პროცესში მართვის ელექტრონული სისტემის დასანერგად. სასწავლო პროცესის მართვის სისტემა უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ელექტრონულ ურთიერთკავშირს ადმინისტრაციას, პროფესორსა და სტუდენტს შორის. სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა  ნახოს  პირადი მონაცემები, სასწავლო ბარათი, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო ცხრილი, ნიშნების ფურცელი, დავალებები, შეამოწმოს ფინანსური მდგომარეობა, აირჩიოს არჩევითი საგნები, დაწეროს განაცხადები ელექტრონულად, ისარგებლოს უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკის რესურსებით და სხვა. სასწავლო პროცესის მართვის სისტემა წარმოადგენს ვებსაიტს, რომელიც განთავსებული იქნება ინტერნეტში, რაც მისცემს საშუალებას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ისარგებლონ ამ  სისტემით როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ, პერსონალური კომპიუტერით, ლეპტოპით, პლანშეტით, სმარტფონით, რომელიც ჩართულია ინტერნეტში.

 აღნიშნული სისტემის დანერგვა უფრო მოქნილს გახდის  სასწავლო პროცესის  მართვას.