2017 წლის 13 ნოემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ,, დაინახე ყველაფერი’’, სტუმრად ეწვია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც შეხვდა ადგილობრივ სტუდენტებს. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოაქვს ტიპური და არატიპური განვითარების მქონე მოზარდების მეგობრობასა და კომუნიკაციას. სტუდენტები გაეცნენ ადგილობრივი შეზღუდული შესაძელბლობის მქონე ახალგაზრდის მიღწევებსა და წარმატებულ ისტორიას, უნივერსიტეტში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა.