შოთა მესხიას ზუგდიდისსახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისუცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი FLLC
ცენტრის მიზანია:
განახორციელოს უცხო ენათა (ინგლისური,გერმანული,რუსული,ფრანგული) სწავლება სხვადასხვა დონეზე, A 1-დან C 1-ის ჩათვლით, შესაბამისად : Beginer; Elementary; Pre-intermediate, Upper intermediate, Advanced.
ინგლისური ენის სწავლება განახორციელოს გ. ასკურავას სინქრონული თარგმანის მეთოდზე დაყრდნობით;
ტესტირების საფუძველზე გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მსმენელებზე;
- ცენტრის მუშაობა ძირითადად ეფუძნება ლინგვისტის,თარჯიმან-სინქრონისტის, საქართველოს თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებლის გოგა ასკურავას მეთოდებს
- აცხადებს ნებისმიერი ასაკის მსმენელთა მიღებას 14 წლის ზემოთ როგორც უნივერსიტეტის სტაფისა და სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი პროფესიის გარეშე პირებისთვის
- გაკვეთილები არის მოქნილი-ონლაინ გაკვეთილები ტარდება საღამო საათებში, გაკვეთილები მთლიანად მორგებულია მსმენლების მოთხოვნებს (მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთაშორისო სერტიფიკატის გამოცდებისთვის, ყოველდღიური სასაუბრო ინგლისური, სტუდენტების მომზადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის)
- ცენტრში მიმდინარეობს ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის განსხვავებული ვარიანტების სწავლება და სასაუბრო ინგლისურის გამყარება ხდება სხვადასხვა მედია საშუალებების გამოყენებით
- ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,ადამიანური და მატერიალური რესურსებით