განყოფილების ფუნქციებია:
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ფაკულტეტის აფილირებული და სხვა აკადემიური/მოწვეული პერსონალის მონაწილეობით.
- ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის სამეცნიერო ლიტერატურით შევსებაზე.
- ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად წარუდგენს ანგარიშს და მოხსენებას ყოველწლიურად სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ.
- წარმოადგენს სამეცნიერო განყოფილებასთან ერთად ბიბლიოთეკას სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში.
- ბიბლიოთეკაში სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობის კონტროლი სილაბუსში მითითებულ ლიტერატურასთან და ლიტერატურის რეგულარულ განახლებასა და შევსებისათვის ზრუნვა ძირითად საგანმანთლებლო ერთეულთან, პრო თანამშრომლობით.
- სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
- სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წლიური სამეცნიერო შრომების რეგისტრაცია და სამეცნიერო შრომათა კრებულის გამოსაქვეყნებლად მომზადება.
- აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის ზრუნვა. პლაგიატის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ჩართულობა შიდა საუნივერსიტეტო და საერთაშორისო დონეზე.
- საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ სისტემაში (ელსევიერი) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობის ხელშეწყობა.